ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ადამიანია.
დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 38.7%-ია. უბნების დახურვამდე 2 საათი რჩება.
ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.