"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა ისნის საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე უბანთან მუდმივად მყოფი პირის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ თანხის გადაცემის, ფაქტი დააფიქსირეს.
"ვიდეოზე მოცემული პირი კოორდინაციაშია უბნიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით განთავსებული მინივენის ტიპის ავტომობილში მყოფ 5 პირთან და, ამავდროულად, პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან", - წერს ISFED
გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს, რომ ISFED-ის დამკვირვებელმა დღის განმავლობაში მოცემული პირის მხრიდან მოქალაქისთვის დაუდგენელი ბარათის გადაცემის შემთხვევაც გამოავლინა.