ხმაური და დაპირისპირება ვაზისუბნის ნომერ 71-ე უბანზე - ადგილზე საარჩევნო ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის დამადასტურებელი ვიდეო "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა, გიორგი ონიანმა გადაიღო, რის გამოც ის უბნიდან გამოაძევეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც,.
ცოტა ხნის წინ ვაზისუბნის 71-ე უბანზე არსებული ვითარების გასაცნობად დედაქალაქში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია მივიდა.
როგორც მან აღნიშნა, უცნობმა პირმა დაახლოებით 10 ბიულეტენი "ჩატენა" საარჩევნო ყუთში, შემდეგ კი მიიმალა.
"ამ უბანზე დაფიქსირდა წარმოუდგენელი დარღვევა. ეს კიდევ ძალიან რბილად ჟღერს. უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით, დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. იყო ფიზიკური დაიპისიპირება უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა", - თქვა ნიკა მელიამ.