"ბანკის ისა მაქვს... მთელი დღე სესხებს ვიხდი" | ამომრჩევლის მოსყიდვა აგარაში

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის მოსყიდვა აგარაში - "ქართული ოცნება" ფულს იმ ადამიანების ხელით არიგებს, ვინც აგარაში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ქარელის საავადმყოფოსთან არხის გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის დღეს დაახვედრეს.

"მთავარი არხის" მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ უხდის თანხას „ოცნების“ კოორდინატორი ადამიანს, რომელიც საარჩევნო უბნიდან გამოდის.

დაბა აგარაში დღეს მთელია დღეა მობილიზებულები არიან მმართველი გუნდის კოორდინატორები და საჯარო მოხელეები. უბნებთან იმყოფებოდა აგარის გამგებელი ბორის მესხი, რომელიც კოორდინატორებს მთელი დღის განმავლობაში მითითებებს აძლევდა.

თავად კოორდინატორები ამომრჩევლის მოსყიდვას უარყოფენ. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ბანკის ვალი აქვს და თანხით, რომელიც ხელში ჰქონდა, ეს ვალი უნდა დაეფარა.

"რა მოსყიდვის ფაქტი? კრედო ბანკის ისა მაქვს თქვე თახსირებო. მთელი დღე ბანკის სესხებს ვიხდი თქვენ ტვინი ხო არა გტკივათ", - მიმართა მან ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან მმართველი გუნდის კოორდინატორები, ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვისა და შედეგების სხვა ფორმით გაყალბების მცდელობები. ამასთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი