ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს, სადაც არჩევნების დროს, შუქი ჩაქრა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "ასეთი რამ ხდება ხოლმე".

კობახიძემ ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია პროვოკაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, როცა 1 830 უბნიდან შუქი ხოლოდ ერთ უბანზე ქრება, ამას "მშვიდად უნდა მოეკიდო"

"სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია. ეს არ მოხდა, მეშვიდედ, მერვედ და მეათედ, ეს მოხდა მეოცედ, მე მგონი, ჩვენი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში... მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს, მაგალითად მელია, მათ შორის ჩვენ მხარდამჭერებს, არ აყვნენ ასეთ პროვოკაციებს და არ მოახდინონ არაჯანსაღი რეაგირება...

რაც შეეხება შუქის ჩაქრობას, ასეთი რამ ხდება ხოლმე და როდესაც 1 830 უბნიდან ერთ უბანზე ქრება შუქი, ამას სჭირდება ის, რომ მოეკიდო მშვიდად. შეიძლება დაინტერესდე, გადაამოწმო, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს პროვოკაციის მოწყობის საფუძველი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ხმაური და დაპირისპირება იყო ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე. ადგილზე ელექტროენერგია გაითიშა. აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაში მეორე სართულზე ელექტროენერგია ჩართული იყო, თუმცა უშუალოდ საარჩევნო უბანს დენი არ მიეწოდებოდა.

ამავე თემაზე:

ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი