ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, გიორგი კირთაძე "მთავარი არხის" ეგზიტპოლებს ეხმაურება და ამბობს, რომ გამარჯვების მოლოდინი ჰქონდათ და ხმების დაცვის დროა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მობილიზაციისთვის ემზადება და მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებმა იმუშაონ.

დღესაც განწყობებს ქალაქში კარგად ემჩნეოდა, რომ "ქართული ოცნება" საბოლოოდ დამარცხებული იყო და ასეც მოხდა. ნიჰილიზმი, უიმედობა, ჭაობში ჩაძირვას არ შეიძლება ხალხმა მუდმივად მშვიდად უყუროს. ეს მოხდა დღეს ბათუმში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კომისიის წევრებმა, წარმომადგენლებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან იმუშაონ მშვიდად და ეს განწყობები და შედეგები რაც გვაქვს, გარდასახული იყოს შემაჯამებელ ოქმებში. ზუსტად ვიცით, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება", აკეთებს მობილიზებას, ვინც მთელი დღის განმავლობაში ე.წ. კამპანიაში ჰყავდა ჩართული საარჩევნო უბნებთან და ხელს შეუშლიან ხმების დათვლას.

ვაფრთხილებ ყველას, ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. დასრულდა, ბათუმში უკვე გვყავს მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში და გვყავს კოალიციური მერია, ეს არის ის ცვლილება, რომელსაც ბათუმმა დაუჭირა მხარი, საქართველოს დიდმა ქალაქებმა დაუჭირა მხარი და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უპირველესი ჩვენი დაპირება, რომ ჩვენ გვჭირდებოდა, თავისუფლება და ცვლილებები თავისუფლება მიიღოს ამ ქვეყანამ და უნდა მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, - თქვა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეგზიტპოლის თანახმად, ბათუმში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ლიდერობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი