11-წუთიანი ზეიმი "ოცნების" ოფისთან - კალაძემ "გამარჯვება" აღნიშნა

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „გამარჯვება“ აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტურზე ღონისძიებამ სულ რაღაც 15 წუთს გასტანა, დღეს კი დრო 11 წუთამდე იყო შემცირებული.

მმართველი გუნდის ლიდერები ადგილზე ტელეკომპანია "იმედის" ეგზიტპოლის შედეგებს გაეცნენ, ჩათვალეს რომ გაიმარჯვეს და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს.

"ოცნების" ლიდერებმა მთავარი არხის კითხვებს არ უპასუხეს. მათ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მხოლოდ თავიანთი პარტიის "გამარჯვება" მიულოცეს.

"თქვენც გილოცავთ ამ გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა", - ირაკლი კობახიძე.

"გილოცავთ გილოცავთ, მიულოცეთ გვარამიას", - კახა კალაძე.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო, "ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ კი - 49%. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის კანდიდატები სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც ლიდერობენ.

ამავე თემაზე:

"მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგები | სრულად

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი