"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კახი კალაძემ თბილისში დამაჯერებლად, თითქმის 100 000 ხმით გაიმარჯვა.

პარტიაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ კრწანისის რაიონის წინასწარი ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ ამ უბანში ხმების ნახევარია დათვლილი, რომლის თანახმადაც, კახი კალაძემ 57.5% აიღო, ნიკა მელიამ კი 42.5%.

კრწანისის რაიონში ელექტრონულ ფორმით წარმოებდა კენჭისყრა, კრწანისის რაიონში უბნების ნახევარი უკვე დათვლილი და მონაცემი შემდეგია, კახი კალაძე - 57.5%, ნიკა მელია - 42.5%. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ კახი კალაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა, რამდენიმე ათეული ათასი ხმით, თითქმის 100 000 ხმა აქვს მას მოგებული არჩევნები თბილისში, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ეგზიტპოლების თანახმად, დედაქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, კახა კალაძემ 49% მიიღო, ხოლო ნიკა მელიამ 51%.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი