ბათუმში, 49-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - ადგილზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი მივიდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერდა.
მას შემდეგ, რაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა კაცი ჯერ პოლიციის ავტომობილში ჩასვეს, შემდეგ კი ტერიტორიიდან გაიყვანეს. უცნობია, ის დააკავეს თუ უბრალოდ ტერიტორიას განარიდეს.
ცნობისთვის, ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან მმართველი გუნდის კოორდინატორები, ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვისა და შედეგების სხვა ფორმით გაყალბების მცდელობები. ამასთან, მმართველი გუნდის მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ. ისინი ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.