ხვალ, როდესაც ოპოზიცია გამარჯვებულად გამოცხადდება, ჩემი სურვილი იქნება, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა და სთხოვა, ხვალიდან, როდესაც ოპოზიციის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდება, შიმშილობა შეწყვიტოს.

"უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა. იგი ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი, არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი", - თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 30-ე დღეა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.

ამავე თემაზე:

"მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგები | სრულად

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი