ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 49.09% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 025 406 ადამიანია.

დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 47.7%-ა. 

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი