დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, დაძაბული გარემო, ამომრჩეველთა აღრიცხვა... | ISFED-ის შემაჯამებელი განცხადება

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 16:00 საათის შემდეგ, უბნებზე კენჭისყრის დასრულებამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა  როგორც უბნის შიგნით, ისე გარეთ, კერძოდ:

  • უბნის შიგნით დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიც არის მარკირების პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება შემოწმებასთან დაკავშირებით სხვა ხარვეზები;
  • კვლავ გრძელდებოდა სამართლიანი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა-ზეწოლის ფაქტები;
  • ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული ფაქტები, მათ შორის ისეთი შემთხვევები, როცა ამომრჩეველს შესაბამის ველში, მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა;
  • რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა უბნის შიგნით დაძაბული გარემო.

რაც შეეხება, უბნის გარე ტერიტორიებს:

  • ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები;
  • ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა;
  • დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის ფაქტები, მათ შორის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებზე;
  • ამ ეტაპისთვის, 16:00 საათის შემდეგ გარეთ, სავარაუდო, მოსყიდვის ორი ფაქტი დაფიქსირდა.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი