გლდანის 80-ე და 81-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიულეტენების დათვლის დროს ერთ-ერთზე ხმა ნიკა მელიას სასარგებლოდ იყო დაფიქსირებული.
კერძოდ, 5-იანი X-ით იყო აღნიშნული, ხოლო კახი კალაძის შემთხვევში, ამავე ბიულეტენზე არანაირი ნიშნული არ იყო. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ნიკა მელიას ხმა არ ჩაუთვალეს.
დაპირისპირებამ უბნის გარეთაც გადაინაცვლა, ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" აქტივისტი, შაკო კუჭაშვილიც.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გლდანის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მსგავსი მეთოდებით ბიულეტენების გაბათილება მასიურად ხდება.