"41 გადახაზა, 5 შემოხაზა და უნდათ ამ ხმის გაბათილება" - ამის შესახებ პარტია "დროას" დამკვირვებელი თამარ კაკაბაძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს, რომელიც გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება.
არ ვაპირებთ რომ ეს ხმა დავკარგოთ და თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებთ იმიტომ რომ თითოეულმა ადამიანმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონემ, მისცა ხმა, გამოხატა ნება და ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ... ძალიან ღიად არის ნება გამოხატული და კომისიამ უკვე უყარა კენჭი და გადაწყვიტეს, რომ უნდა გაბათილდეს, - ამბობს თაკო კაკაბაძე.