გაერთიანებული ოპოზიციის გიორგი ვაშაძის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე უარყოფს - ვაშაძე განცხადებას ხვალ გააკეთებს

გამოქვეყნდა:

ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი. ხელისუფლების ოპონენტები არ ადასტურებენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ შეთანხმებაზე. 

გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერის კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამომრჩეველს არჩევნებამდე ეცოდინება, ვინ იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები. 

ხელისუფლების ოპონენტები უარყოფენ, რომ პრემიერ მინისტრის პოზიციაზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განიხილებოდა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გიორგი ვაშაძის პრემიერობაზე საუბარი პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა დაიწყო. 

გიორგი ვაშაძეს მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდა თავის ამომრჩევლებთან. იგი ამ თემაზე განცხადებას ხვალ, შუადღის 12 საათზე გააკეთებს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი