ხმაური ვაშლიჯვარში - 93-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტი ზვიად კუპრავა დააკავეს.
ცნობილი ხდება, რომ უბანზე არსებულ ერთ-ერთ ბიულეტენზე დასმული არ იყო ბეჭედი, რის გამოც, ოპოზიციის დამკვირვებლებმა მისი გაბათილება მოითხოვეს, კომისიის წევრებმა კი ეს გააპტორესტეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა უბანზე დაპირისპირება, რის შემდეგაც კუპრაძე სამართალდამცველებმა ადგილიდან გაიყვანეს და დააკავეს.