ანზორ მელია - 48,33%, მამუკა წოწერია - 51,67% - წინასწარი მონაცემები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა გაასაჯაროვა.
მისი თქმით, რეგისტრირებული 119 798 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 45,28%-მა მიიღო.
სულ რეგისტრირებული იყო 119 798 ამომრჩეველი. აქედან მონაწილეობა მიიღო 45,28%-მა, რაც რიცხვობრივად შეადგენს 54 242 ამომრჩეველს. წინასწარი შედეგებით, 5 ნომრით წარდგენილი კანდიდატის ხმების რაოდენობამ შეადგინა 25 230, პროცენტულად 48,33%, 41 ნომრით წარდგენილი კანდიდატის ხმების რაოდენობამ შეადგინა 26 974, პროცენტულად 51,67%. ამ ეტაპზე, ოლქში 15 საჩივარია ამ ეტაპზე რეგისტრირებული - ამბობს მირანდა მესხი.
მან არ ისაუბრა, რამდენია ბათილი ბიულეტენი.