"არჩევნები არის გაუქმებული. ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა", - ამის შესახებ თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე. ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ბრძოლა იქნება ბოლომდე. პატრიული პოლიტიკა აღარ არსებობს და ჩვენი ამოცანაა, ეს კოალიცია კიიდევ უფრო ფართო გახდეს... ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი და მან ვერ გამოიყენა ეს შანსი, - ამბობს მელია.