"გორდიას კვანძი უნდა გადაიჭრას, კართაგენი უნდა დაინგრეს, ხვალიდან ყველა ვიწყებთ კართაგენის ნგრევას!" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"გორდიას კვანძი უნდა გადაიჭრას, კართაგენი უნდა დაინგრეს, ხვალიდან ყველა ვიწყებთ კართაგენის ნგრევას!" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობს. 

მე ასე შევაჯამებ დღევანდელ დღეს - სხვადასხვა მირანდა მესხების მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილი ასე ახვევს, ბურდავს ამ ძაფს, რომელსაც არჩევნებს ეძახის და სხვადასხვა სახელმწიფოებრივ პროცესებს. მე გეკითხებით, გვაქვს ჩვენ შანსი, ეს ძაფი ბოლომდე გავხსნათ, მე ვფიქრობ, არა. ასეთივე ძაფი, გორდიას კვანძი ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელს, მან არც მეტი, არც ნაკლები, საერთოდ არ უფიქრია, ისე გადაჭრა ეს კვანძი. სხვა არჩევანი არ არის გორდიას კვანძი უნდა გადაიჭრას, კართაგენი უნდა დაინგრეს. ხვალიდან ვიწყებთ ყველანი ერთად, - ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი