ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%.
"ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, "ქართული ოცნებიდან", გოგა გულორდავას - 48.893%.
წალენჯიხის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა უმრავლესობა - ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" - 18.96%, ხოლო ლელოს - 3.35%;
ამავე თემაზე: