არანაირი სასოწარკვეთა და უიმედობა! ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი დისციპლინაა - ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნდა:

"არანაირი სასოწარკვეთა და უიმედობა!" - პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება. მისი თქმით, საღი აზრის მქონე ყველა ადამიანს ესმის, რომ მინიმუმ 15%-იანი ადმინისტრაციული უპირატესობის ფონზე, 1-2%-ით ამხელა ქალაქების "მოგება" რეჟიმისთვის მოგება არაა.

არანაირი სასოწარკვეთა და უიმედობა! საღი აზრის მქონე ყველა ადამიანს ესმის, რომ მინიმუმ 15%-იანი ადმინისტრაციული უპირატესობის ფონზე 1-2%-ით ამხელა ქალაქების "მოგება" რეჟიმისათვის მოგება არაა:

  1. მადლობა ამომრჩეველს. თქვენი შემართებაა, რაც ნიღაბს ხსნის რეჟიმს. ყოველ ეტაპზე ნიღაბის სულ უფრო მეტად ჩამოხსნა კი აუცილებელია ამ უთანასწორო ბრძოლაში.
  2. მადლობა სააკაშვილს, რომლის თავგანწირვამ შექმნა ბრძოლის ახალი ენერგია.
  3.  მადლობა ათასობით პარტიულ და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ გარემოში ატარებს თითქმის 24 საათს, რომ თქვენი ხმა დაიცვას.
  4. მადლობა მედიას, რომლის შემართება ფასდაუდებელია.
  5. მადლობა ოპოზიციის ლიდერებს. მათ ამომრჩეველს შესთავაზეს ერთიანობა, მრავალფეროვნება და პოზიტიური დღის წესრიგი. ვინც ამ კამპანიის ფონზე ისევ ცხვირს აიბზუებს "ოჰ, ეს ოპოზიცია", იცოდეთ, რომ უიმედო ქოცია - ან ბოღმას ვერ სძლევს, ან რეჟიმი მატერიალურად აწყობს.

გაითვალისწინეთ:

  1. ისწავლეთ ემოციების მოთოკვა. ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი დისციპლინაა. რეჟიმის ტროლ-ბოტები, ერთ მხარეს, უიმედობას და სასოწარკვეთას წაახალისებენ, მეორე მხარეს, რადიკალურ ქმედებებს.
  2. ენდეთ, მოუსმინეთ, დაუჯერეთ პოლიტიკურ ლიდერებს. მათ უკე გაჩვენეს, ბრძოლა შეუძლიათ. თქვენმა ზედმეტმა გულის შფოთვამ და გონების ჭმუნვამ შეიძლება უფრო ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.
  3. თქვენს გონიერებაზე, ემოციების მოთოკვასა და დისციპლინირებულობაზეა დამოკიდებული მიტაცებული სახელმწიფოს გამოხსნაც და სააკაშვილის გადარჩენაც" წერს ჭიაბერაშვილი

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი