არჩევნების დასრულების შემდეგ, თელავის მე-9 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ამ უბანს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 3 ხმით იგებდა. კომისიამ ბიულეტენების გაბათილება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხარვეზი არ ჰქონდათ.
კომისიის შენობაში "ოცნების" და ენმ-ს მხარდამჭერებს და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება იყო. ოპოზიციამ ფაქტზე საჩივარიც დაწერა.
"გააბათილეს ბიულეტენები, რომლებშიც მკაფიოდ იყო ამომრჩევლის აზრი გამოხატული. მიკერძოება იყო რა თქმა უნდა, იყო შემოხაზული 5-იანი, გადახაზული იყო 41 გააბათილეს, მეორე ბიულეტენში გიორგი ბოტკოველი და 5 მთლიანად იყო შემოხაზული, გადახაზული იყო 41 გააბათილეს", - ყვება დამკვირვებელი.
მისივე თქმით, პირველ ტურში აღნიშნული უბანი ოპოზიციამ მოიგო, ამის მერე თავმჯდომარე და მდივანი შეცვალეს, რათა "დავალება შეესრულებინათ".
თელავის მე-17 საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ 6 ტექნიკური ხასიათის საჩივარია შესული, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე თემაზე:
ავტორი: ია გულიაშვილი.