"დღეს წალენჯიხის თვითმმართველობა კოალიციის თემატიკით ნათელი გარღვევა იქნება ამ ოლიგარქიულ, დახშულ სივრცეში" - ამბობს წალენჯიხის მომავალი მერი, გიორგი ხარჩილავა, რომელმაც ხმების 51.107% მიიღო.
ის ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა.
"ქართული ოცნებისთვის წალენჯიხა, როგორც ისტორიულად ცვლილებების მატარებელი რაიონის პოტენცია, გახლდათ იმხელა იდეური დატვირთვის, რომ მათ მთელი რეპრესიული მანქანა განსაკუთრებით აამუშავეს წალენჯიხაში. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი წალენჯიხაში "ქართული ოცნება" განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა იმიტომ, რომ წალენჯიხაში გამარჯვება მათთვის რაღაც ისტორიულ პარლელებს იწვევს, დიდი გამარჯვებების, დიდი ცვლილებების პარალელებს, ეს ვარდების რევოლუციას უკავშირდება.
პირდაპირ ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, ფული, ნარკოტიკი, არ გაგიკვირდეთ, ყველაფერი ეს კომბინირებულად მუშაობდა ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ შტაბმა, კოალიციამ, პარტიებმა, თავისუფალმა ადამიანებმა ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია ჩავატარეთ და თითო ხმის დაყვანამდე ვიბრძოლეთ", - თქვა გიორგი ხარჩილავამ.
ამავე თემაზე: