"ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი" - კალაძის მადლობა და უპასუხოდ დატოვებული კითხვები

გამოქვეყნდა:

ამ არჩევნებით, მჯერა, საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადასულ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო - ასე მიმართა მოქალაქეებს არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა, რომელმაც მთელი საკუთარი კამპანია სიძულვილის ენაზე ააგო. 

კახა კალაძემ საკუთარ მიმართვაში თქვა, რომ მისთვის ორი თბილისი არ არსებობს და  ყველას  მერი იქნება.

"არჩევნები დასრულდა ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქისა და თბილისელის გამარჯვებით. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს თანამებრძოლს. ვინც უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო პროცესში და დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ არა მხოლოდ მე, ან ჩვენს პარტიას, არამედ სამართლიანობას, მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას გაემარჯვა. 

რა თქმა უნდა, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ მოქალაქის მიმართ, ვინც დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მხარი დაუჭირა ჩვენს გუნდა. ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისის მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის მერი. ყოველთვის ვიქნები თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ეს ასეა, ასე იყო და ასე იქნება.

ამ არჩევნებით, მჯერა, საბოლოოდ დავასრულებთ ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადასულ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმას და რევანშის წადილს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო. 

ჩვენ ახალი ენერგიით და მომავალზე ორიენტირებული მიზნებით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე. ამ მიზნების მისაღწევად კი თითოეული თქვენგანის ენერგია და გამოცდილება გვჭირდება. ჩვენ თითოეული მოქალაქე განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, უნდა გავერთიანდეთ უკეთესი მომავლის საშენებლად. მე თითოეული თქვენგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს, რადგან ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ.

ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ გაერთიანებული საქართველო, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, სადაც ადამიანები ბევრად ბედნიერად და ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებენ",- თქვა კახა კალაძემ. 

თბილისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და ტრიბუნა დატოვა.

ცესკო-ს შედეგები 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი