"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, მოლაპარაკებების საფუძველზე აპირებენ მაინც ერთპარტიულ უმრავლესობაში იყვნენ.
მისი თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგი ამ არჩევნებზე გააუმჯობესეს.
"ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით", - თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, "ოცნებამ" მოიგო ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ოპოზიცია 43%-იან ბარიერს უკავშირდება.
ამავე თემაზე: