მადლობა ღარიბაშვილს, კალაძეს, კუჭავას, პაპუაშვილს, აგიტატორებს, სამართალდამცველებს, ცესკოს | კობახიძის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"მადლობა ერთგულებისა და თავდადებისთვის..."  -"ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და არჩევნების მეორე დღეს "პარტიის 40 000-ზე მეტ წევრს" სამადლობელი სიტყვით მიმართა. 

კობახიძის მადლობა დაიმსახურეს: პარტიის აგიტატორებმა, "ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციების წევრებმა, ამომრჩეველმა, სამთავრობო გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ,  სამართალდამცავმა ორგანოებმა და საარჩევნო ადმინისტრაციამაც კი.

მადლობების სერიის დასასრულს, თანაგუნდელის, კახა კალაძის მსგავსად, კობახიძე ბრიფინგიდან გაიქცა და ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა.

"მადლობას ვუხდი პარტიის 40 000-ზე მეტ წევრს, ერთგულებისა და თავდადებისთვის,ცენტრალური და ადგილობრივი შტაბების თითოეულ წევრს, შტაბების ხელმძღვანელებს, ზონისა და უბნის უფროსებს, აგიტატორებს. მადლობას ვუხდი ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი კამპანიის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. მივულოცავ გამარჯვებას და მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს, რომელიც იყო არამხოლოდ მთავარი საარჩევნო კანდიდატი, არამედ კამპანიის ლიდერი დედაქალაქში და საერთო გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, მადლობა პარტიის აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს შტაბის წარმატებულ მენეჯმენტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მადლობა პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, შალვა პაპუაშვილს, საზოგადოებასთან მწყობრი კომუნიკაციის უზრუნველყოფისათვის. მადლობა პარტიის რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებაში. 

მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტსაბჭოს, სამთავრობო გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე წარმართვისათვის და სამართალდამცავ სტრუქტურების არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისათვის ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი