ქუთაისში, შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია - აი, ფაქტი

გამოქვეყნდა:

"აი, ფაქტმა" ცესკო -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების გადამოწმება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ქუთაისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია.

"გუშინ ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი. აქედან 20 უბნის ოქმში დისბალანსია - ხმების+ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე."

ორგანიზაციის ინფორმაციით, საბურთალოს #89 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აფიქსირებს "სომხურ კარუსელს" და ასევე მიუთითებს მოსყიდვის ფაქტსაც. მას ეთანხმება დამკვირვებელი.

რაც შეეხება ხმათა რაოდენობას, აქ მისული ამომრჩევლის რაოდენობაა 464 და ხმებისა და ბათილების ჯამია 463.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი