მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან დაკავშირებით ხელისუფლების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით - განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასებისას გააკეთა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო/ოდირმა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ მეორე ტურის მიმდინარეობა შეაფასა. მათი ყურადღების ცენტრში მოხვდა ყველა ის დარღვევა, ძალადობა, მოსყიდვა თუ მუქარა, რომელსაც ადგილი ჰქონდა.
ევროპარლამენტარის თქმით, დაშინებასა და დარღვევებს ძირითადად ადგილ ჰქონდა ოიპოზიციის მიმართ. ასევე მისი თქმითმ თბილისში, საარჩევნო უბნებზე, კოვიდრეგულაციები არ იყო საკმარისად დაცული.
რაც შეეხება რეგიონებს. ევროპარლამენტის წარმომადგენლის თქმით, დამკვირვებლების ჯგუფი იმყოფებოდა ზუგდიდში, სადაც ძალადობას ჰქონდა ადგილი
"ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობები ზუგდიდში საარჩევნო უბნების მახლობლად. ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც გვითხრეს, ვერ გადმოვიდნენ აფხაზეთიდან და შედეგად, მათ ჩამოერთვათ არჩევნების უფლება" ამბობს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, პოლარიზებული გარემო ქვეყანაში, ხელს უშლის ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას, ეკონომიკური ძალაუფლება კი "გარკვეულ ხელებშია" კონცენტრირებული:
"კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა გაყოფას და ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე. ეკონომიკური ძალაუფლება გარკვეულ ხელებშია კონცენტრირებული." განაცხადა ინასე ვაიდერმა
მისივე თქმით, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რეკომენდაციების შესრულება.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის საბოლოო ანგარიშს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებენ.