სრული ბოიკოტი, ყველგან და ყველაფერში, სადაც რაიმე კვეთაა ხელისუფლებასთან, უნდა ჩავჭრათ - დუმბაძე

გამოქვეყნდა:

ერთი ერთში ასახვაა რაც იყო ასლან აბაშიძის რეჟიმი, ასლან აბაშიძის არჩევნები - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აჭარაში, მურმან დუმბაძე ეხმაურება და ტოტალურ გაყალბებებზე საუბრობს,

დუმბაძე ამბობს, რომ ბრძოლის საკუთესო ხერხი სრული ბოიკოტია: 

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამალი არის სრული ბოიკოტი არსებულ ხელისუფლებას ყველგან და ყველაფერში, სადაც რაიმე კვეთაა ხელისუფლებასთან უნდა ჩავჭრათ, უნდა გავანულოთ, ჩვენი თანაკვეთები უნდა იყოს ნულოვანი. არავითარი პარლამენტი, არავითარი ადგილობრივი საკრებულოები, არავითარი უმაღლესი საბჭო" - ამბობს დუმბაძე.

ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმას დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე წარადგენს. ხელისუფლების ოპონენტები აქტიურად საუბრობენ ქუჩის პროტესტზე და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ კიდევ ერთხელ მიიტაცოს "ოცნების" ხელისუფლებამ არჩევნები.

ოპოზიციის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ ბათუმშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი