ჩვენმა ჟურნალისტმა, გურანდა ავალიანმა ჩაწერა საზოგადოების ცნობილი სახეები - ოპოზიციის ღია მხარდამჭერები, და მათ სთხოვა ამ არჩევნების შედეგად შექმნილი მდგომარეობის შეფასება.
"მე თუ ვარსებობ, თუ ვცხოვრობ, თუ ვცოცხლობ, უნდა ვიბრძოლო. თუ 30 წელია საჭირო, რომ ვიბრძოლო, მაშინ 30 წელი უნდა ვიბრძოლო, თუ კიდე 30 წელი უნდა ვიბრძოლო კიდე უნდა ვიბრძოლო", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი.
"გუშინ იყო ის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება არსით, განწყობით, საქმით ვებრძვი",-ამბობს მწერალი ნენე კვინიკაძე.
"გაყალბდა გაცილებით რთულად, ვიდრე წარმოგვიდგენია, ეს არ იყო ადგილზე გაყალბება, ხალხი გაყალბდა",- ამბობს აქტივისტი ნატა ფერაძე.