არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი სიორიძის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ბათუმსა და ქუთაისში სრულად არ გადაითვლება ბათილი ბიულეტენები, არჩევნები ლეგიტიმაციის კუთხით, კიდევ უფრო საეჭვო იქნება.
ამ ორ ოლქში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას აჭარბებს.
"ორივე შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ბათუმში როდესაც რაოდენობა ბათილი ბიულეტენების დაახლოებით 500 ხმით აღემატება კანდიდატებს შორის მიღებული ხმების სხვაობას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების აღქმაში აქ დადგება ლეგიტიმაციის პრობელმა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ვალდებულებაა, რომ ყველა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია ბიულეტენების გადათვლა, უნდა დაკმაყოფილდეს, ამაზე არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ქართული დემოკრატიის პერსპექტივა და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური სინამდვილე", - თქვა გიორგი სიორაძემ.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას გადაითვალოს ყველა ბათილი ბიულეტენი ბათუმისა და ქუთაისის ოლქებში.