"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, ჯაფარიძის განმარტებით, ამ დრომდე, ის პარლამენტში მხოლოდ სტატუსს ინარჩუნებდა.
"განცხადების დაწერას ვაპირებ ამ დღეებში, მე ისედაც არ ვარ პარლამენტის წევრი. რეალობა გვაქვს, ვიღაც ტიპები არიან, თავზე გვაზიან და გვეუბნებიან, რომ ვართ თქვენი ხელისუფლებაო არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, წაგებული აქვთ არჩევნები, შარშანაც წააგეს და ახლაც წააგეს. ახლა რომ წააგეს ამას ეუთო-ოდირიც ადასტურებს და აშშ-ს საელჩოს დღევანდელი განცხადებაც. ვიღაც უზურპატორები არიან, ნებისმიერი პროტესტი მისაღებია, შეუძლებელია ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ",- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგს ოპოზიცია არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც, პარლამენტს ასევე ტოვებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი