მინდა მივმართო ენმ-ს ლიდერებს, ვიღაცები ებღაუჭებით მანდატებს, ხალხი მიშას ღალატს არ გაპატიებთ - ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნდა:

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მიმართავს და მათ მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, საზოგადოება დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის ღალატს არ აპატიებს.

"მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ფაქტია ჯერ კიდევ ფიქრობთ რა უპასუხოთ პატიმარ პრეზიდენტს, რომელიც 31 დღეა შიმშილობს.

ფაქტია ვიღაცეები ჯერ კიდევ ებღაუჭებით მანდატებს. სიტყვას გაძლევთ, არასოდეს გაპატიებთ ხალხი ახლა მიშას ღალატს. მათ შორის ისინიც, ვისაც მიშა არ უყვარს.

ჩვენ ხალხს მოღალატეები არ უყვარს",- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ის დეპუტატებს პარლამენტის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგს ოპოზიცია არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც, პარლამენტს ასევე ტოვებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი