ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები "ქართული ოცნებიდან" გაყალბების ბრალდებებს უარყოფენ.
"მთავარ არხს" ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონი გაუთიშა, ხოლო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შორენა მალაღურაძემ "ოცნებასთან" კავშირი საერთოდ უარყო.
"ქართულ ოცნებასთან მე რა კავშირი მაქვს? მე რა შუაში ვარ, ვინ აიძულებდა? ქალბატონ ინგასთან მე რა კავშირი მაქვს?" - ამბობს ის.
იზა ჩირგაძეს კი ბრალდების დამადასტურებლად მესიჯი მოსთხოვა, რაზეც ჩირგაძემ უპასუხა, რომ მესიჯიც მისი მითითებით წაშალა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩირგაძემ, რომელიც "ოცნების" კოორდინატორი იყო, დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებაში ამხილა. მან საგანგებო განცხადებისას დეტალურად ისაუბრა ვისგან რა დავალება მიიღო.
ამავე თემაზე: