ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია წერს, რომ დეპუტატებმა მანდატი ფორმალურად უნდა

"რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას სააკაშვილის მოწოდებაზე, პარლამენტის დატოვებაზე.

პირადად მე ვისურვებდი, პარლამენტის არა მანდატის დახევას, არამედ ფორმალურად შენარჩუნებას, რათა შესაძლებლობა მაინც შენარჩუნდეს მინიმუმ სააკაშვილის ციხეში მონახულების. ასევე, საავადმყოფოში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს (სრულიად პროპორციულზე გადასვლა), მიუხედავად იმისა, რომ ეს არარეალისტურად მესახება, არ შეიძლება, ქართულ ოცნებას ოპიზიციისკენ თითის გაშვერის მიზეზი მიეცეს.

და ბოლოს, ვისმენთ სპეკულაციებს საკრებულოებიდან გამოსვლის თაობაზე. სააკაშვილს არც ერთი სიტყვით არ მოუხსენებია საკრებულო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ახალარჩეული საკრებულოს წევრები ოპოზიციის მთავარი ლეგიონია მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დიდად არ განსხვავდება ამ მოსაზრებისგან", - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ის დეპუტატებს პარლამენტის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგს ოპოზიცია არ აღიარებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

თავდაპირველად, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, გუშინ, 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პარლამენტს ასევე ტოვებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნონა მამულაშვილი, ლევან ვარშალომიძე და ანი წითლიძე. დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი