,,რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს" - განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"დასტაში, სადაც ერთი და მეორე კანდიდატის მონაცემები იკრიბება ხოლმე, 10 ბიულეტენიანი დასტა იყო მოპარული და გადადებული მელიას ხმების მხარეს. ასევე იყო ფაქტი პირველ ტურზე, როდესაც ქალბატონმა ასეთი დასტა ჩაიდო ჩანთაში“, - აცხადებს მდინარაძე.