აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და თავისუფალი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის - 6 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქციაა დაანონსებული. მანამდე კი დაგეგმილია საპროტესტო აქციები თვითმმართველ ქალაქებში და მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილმა ეს არჩევნები ქართველ ხალხს მოპარა. რჩება ერთადერთი კონსტიტუციური უფლება, რომ ჩვენ გავმართოთ მშვიდობიანი აქცია. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე შაბათს. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და თავისუფალი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი", - თქვა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნებთან კვლავ სიებით იყვნენ მობილიზებული მმართველი გუნდის კოორდინატორები და ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. ასევე, დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ამომრჩევლებს ხმები ისევ მოპარა და მწვავე საპროტესტო ტალღას აანონსებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი