"მის ძმაკაცს მოუნდა გამგებლობა" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სამსახურიდან საკუთარი მხარდამჭერი გაუშვა

გამოქვეყნდა:

გორის ყოფილი მერი თვლის, რომ მის შემცვლელს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მრჩეველი დასჭირდება. შესაბამისი განკარგულება კონსტანტინე თავზარაშვილმა საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე წარუდგინა.

თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მრჩეველი ახალ მერს დაეხმარება, რომელმაც სამსახურებიდან იმ ადამიანების გაშვება უკვე დაიწყო, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებს მის სასარგებლოდ აყალბებდა და ამომრჩევლის მოსყიდვაში იღებდა მონაწილეობას.

გორის ახლადარჩეულმა მერმა დღეს კითხვებს არ უპასუხა. ერთ-ერთი, ვინც მან სამსახურიდან უკვე გაუშვა ატენის თემის უკვე ყოფილი გამგებელი - ნუგზარ მძინარაშვილია. მძინარაშვილის თქმით, 27 ოქტომბერს "ოცნების" აქციიდან დაბრუნებულს კაბინეტში ხინჩეგაშვილის ძმაკაცი დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ ის გამგებელი აღარ იყო. 

"გამათავისუფლეს რა ვიცი, გუშინ წინ აქციიდან რომ ჩამოვედი მეორე დღეს გამათავისუფლეს, ბიჭები რომ დაიბარეს, გამგებლები ხელშეკრულების გასაფორმებლად, მე არ დამიბარეს, მე თვითონ მივედი გამგეობაში, რა ხდება მეთქი, უკვე განცხადება დაწერილი ჰქონდა იმ პიროვნებას. მოუნდა მის ძმაკაცსს გამგებლობა", - თქვა ნუგზარ მძინარაშვილმა. 

ერთ-ერთმა ახალმა გამგებელმა "მთავარ არხთან" თქვა, რომ არ იცის ვინ სად დაინიშნა, რადგან პირველი თათბირი მერთან დღეს აქვთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი