თუ თქვენ შეშინებული არ ხართ, ესე იგი, არავინ არ არის შეშინებული - ღუდუშაური "მთავარის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ისევ ამტკიცებენ, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. ალუდა ღუდუშაურმა დღეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკას "ვარაუდები" უწოდა და თქვა, რომ არ სჯერა კომისიის წევრის, რომელმაც გუშინ გაყალბების სქემა გაასაჯაროვა.

"თქვენ შეშინებული ბრძანდებით?! მითხარით, თუ თქვენ შეშინებული არ ხართ ესე იგი არავინ არ არის შეშინებული. ვიღაც ინტრიგანი სადღაც გამოიყვანეს, კარგით ეხლა", - უთხრა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია შეფასებებში, თუმცა პარტნირების კრიტიკას არჩევნებთან დაკავშირებით არც თავად იზიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი