"ვერ ეგუებიან დამარცხებას" - წალენჯიხაში ხელისუფლება ორ უბანს ხელახლა ითვლის

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში ხელისუფლება არჩევნების შედეგების შეცვლას ამ დრომდე ცდილობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, წალენჯიხის ოლქის მე-7 და მე-10 უბნებს ხელახლა გადაითვლიან, მიზეზი კი კამერებზე ჩანაწერების ხარვეზით დაფიქსირებაა. 

წალენჯიხა ერთადერთი ოლქია სადაც ხელისუფლება დამარცხდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ფირი შეგნებულად დააზიანეს. 

"ვერ ეგუებიან ამ ერთ რაიონში დამარცხებას და ყველაფერს აკეთებენ, რათა გადათვლის გზით რაღაც ზემოქმედება მოახდინონ შედეგზე. დღეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, თითქოს და ჩაწერა არის ხარვეზიანი მიმდინარეობს მე-7 და მე-10 უბნების გადათვლა. გუშინ ლოტოტრონი როგორც საარჩევნო მექანიზმი გაყალბების მექანიზმად ჩამოყალიბდა, რადგან 29 უბნიდან ორი ის უბანი ამოვიდა მაინც და მაინც, სადაც ხელისუფლება აგებს არჩევნებს მცირედი სხვაობით", - ქვა მერმა, გიორგი ხარჩილავამ. 

მანვე აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ მოხდება მხოლოდ ერთი რაიონიდან, არამედ ეს იქნება ქართველი საზოგადოების "აზვირთება" წალენჯიხიდან.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი