30 ოქტომბერს დასრულდა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ერთ წლიანი რთული პოლიტიკური პროცესიც. ამ ერთ წელში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი სირთულე გამოიარა, მათ შორის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, 6-თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე, ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე. ასევე, პრემიერმინისტრის ღალატი ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ამ ყველაფერის მიუხედავად, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი... ამ არჩევნების ყველაზე პრობლემური მხარე, პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია გარემო იყო. ჩვენი ვალია, მომდევნო არჩევნებამდე ეს ვითარება თვისობრივად შევცვალოთ. მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩევნები საქართველოში და მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში ჩატარდება.  

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი