NGO-ები კალანდარიშვილს ბოდიშს თუ არ მოუხდიან, მადლობა მაინც გადაუხადონ - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადებას გამოეხმაურა და ისინი კვლავ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. 

პაპუაშვილმა მათ მოუწოდა, არჩევნებისთვის ცესკო-ს თავმჯდომარეს მადლობა მაინც გადაუხადონ.

"ჩვენ ამ ორგანიზაციებს არაერთხელ მოვუწოდეთ, ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის და ჩვენ ამ ორგანიზაციებმა მათ შორის თუ გახსოვთ თითქმის ჩაშალეს პრეზიდენტთან არსებული კომისიის მუშაობა, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს ვირჩევდით, როდესაც შეთანხმებულად ამ კანდიდატის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ ჩაშალეს საკონსტიტუციო საბჭოს მუშაობა ცესკოსთან რომელიც არსებობდა და საბედნიეროდ მმართველი პარტია აღმოჩნდა მაშინ მოწოდების სიმაღლეზე და ცესკოს თავმჯდომარეც ავირჩიეთ და მათ შორის ცესკოს წევრებით.

აქედან გამომდინარე, მე მათ აღარ მოვუწოდებ რომ ბოდიში მოუხადონ გიორგი კალანდარიშვილს, ცესკო-ს თავმჯდომარეს, იმის გამო რომ მათ მოახდინეს მისი დისკრედიტაცია, მაგრამ ბოდიშს თუ არ მოუხდიან, იქნებ მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის", - ამბობს პაპუაშვილი

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი