"მოვუწოდებთ კომისიებს, სამაგიდო, ხელმოწერილი სიების გასაჯაროება მოხდეს" - თამარ კორძაიამ არჩევნების გაყალბების მექანიზმებსა და ფასადურ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც მან აღნიშნა, დღეიდან გადათვლის პროცესს მათი წარმომადგენლები გამოეთიშებიან, რადგან პროცესში მონაწილეობამ აზრი დაკარგა.
"საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირუთული სამასამდე ვიდეო, მხოლო თბილისის მასშტაბით, გამოქვეყნებული არაა 106 უბნის ამსახველი ვიდეო კადრები. მნშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ ყველგან მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე, ვიდეოები არაა ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხითაა ჩაწერილი. შესაბამისად, კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არ არის გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან და საზოგაოდებას აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უბნებზე მდგომარეობა შეცვლილია და ხელისუფლება ამას მანიპულაციისთვის იყენებს", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
მისივე თქმით, ამ ფონზე 20 უბნის გადათვლა არავითარი შედეგის მაჩვენებელი არაა. კორძაია ამბობს, რომ გადათვლის პროცესი ხარვეიზიანად, არასრულყოფილად და ტენდენციურად მიმდინარეობს, რასაც ისიც მოწმობს, რომ არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს.
ოპოზიცია საქმეების გასაჩივრებას გააგრძელებს. ისინი მიმართავენ საოლქო კომისიებს, დაიწყონ გამოძიება ყველა იმ ვიდეოზე, რომლის "გაფუჭებაზეცაა" საუბარი.