
"ყოველდღე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან! ყველა პატრიოტი მოდის აქ და ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში!" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს.
ნანუკა ჟორჟოლიანმა აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი არ არის.
ხვალიდან, ყოველ დღე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან ყველა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანები რას ფიქრობდნენ წინა წლებში, როგორია მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არიან თუ არა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები, ყველა ოპტიმისტი, რომელსაც არ უნდა იმ ეპოქაში ცხოვრება, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ კლავენ, ყველა მოვა აქ და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ხმამაღლა, - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართავს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს ციხიდან ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი. ამის მიზანი კი, მისი თქმით, იმ ადამიანების დარწმუნებაა, ვინც ფიქრობს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ შიმშილობს.
ამ წუთებში, რუსთავის სასჯელაღსრულების ციხესათან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.