
ჩვენ უნდა ვუთხრათ არა გაყალბებას, არა წაგლეჯვას ჩვენი ხმების! - ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ არჩევნებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე დარღვევებზე, რის ფასადაც "ქართულ ოცნებას" ხმების მიღება დაუჯდა.
ამბობს, რომ ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად ბრძოლა გრძელდება მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ.
ბათუმმა აჩვენა, რომ სხვა გზა ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს არ გააჩნია, თუ ჩვენ ერთმანეთის გულების მიმართულებით არ ავაშენეთ ხიდები. ბათუმი იყო ადგილი, სადაც სხვადასხვა პარტიამ, მათმა ლიდერებმა მისცეს მაგალითი, როგორი მთავრობა და როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს ქვეყანას. თქვენ იყავით ინსპირაცია, რომელმაც მე და ჩემს თანაგუნდელებს გადაადგმევინა ის ნაბიჯი, რომ ჩვენ ხვალინდელი დღე ერთად უნდა ავაშენოთ.
ჩვენ როცა ვსაუბრობთ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აფხაზი და ოსი ადამიანების შემოერთებაზე და ერთიან, ძლიერ საქართველოზე, რა მაგალითი უნდა მივცეთ თითოეულ მათგანს, როცა ერთმანეთში ვერ ჩამოგვიყალიბებია რა გვინდა. ამიტომ არის ბათუმის მაგალითი გადამდები, ამიტომ არის კოალიცია უალტერნატივო. ამიტომ არის ხვალინდელი დღე კოალიციური მმართველობისთვის. საქართველოში პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დამთავრდეს. პოსტსაბჭოთა მენტალობა არის ერთი კაცის მმართველობა, ერთპარტიული მმართველობა. ის წართმეული არჩევნები, როცა ქართველ ხალხს სულს აძრობ და ხმის უფლებას ართმევ. შენ შენს შვილს ართმევ მომავალს და ვიღაცას ჰგონია, რომ ჯიბეში ჩადებული გასამრჯელო არის მადლიანი, მაგრამ ის არ აარის მადლიანი ფული. ის არის სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ფული, ღალატის ტოლფასს მიმართული ფული.
ყველამ ვნახეთ კადრები, როცა ქართველი ქალი არჩევნებზე მაგიდის ქვეშ იყო შემძვრალი. არ არის სასაცილო ეს! ის ვიღაცის დედაა, ვიღაცის და არის. ის ქალი აიძულეს და ასე აიძულეს ათასობით ადამიანი, რომ ღირსება დაეკარგა ამ ქვეყანაში. მე მრცხვენია, რომ ასე გააღატაკეს სულიერად ადამიანები და 50 ან 100 ლარის გულისათვს ასე დაამცირეს ისინი. ორი გამოსავალია - კანონი კანონობდეს და ყველა დაისაჯოს მსგავსი რამის გამო. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა გაყალბებას, არა წაგლეჯვას ჩვენი ხმების!, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების არაგონივრულმა ქმედებებმა შესაძლოა, ქვეყანა ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს. მიხეილ სააკაშვილს კი შესაბამისი სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რათა გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს.
თქვენ იცით, ლელოს ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში. იმიტომ, რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება მქონდა მასთან ან მას ჩემთან.ის არის საქართველოს პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთივე სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს ამათმა სიგიჟემ. შევარცხვინე ისეთი ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის ქართველობა!,- თქვა მამუკა ხაზარაძემ.