
"ტყვედ გყავთ აყვანილი მიშა სააკაშვილი და თუ ასე გააგრძელებთ, ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
დღეის ამას იქით, იცოდეს ყველამ, მშვიდად ვერ გადაადგილდება ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც ზურაბიშვილი და ვერც ოლიგარქი ივანიშვილი, - ამბობს ხაბეიშვილი.