ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო | "ოცნება" სჯის ყველას, ვინც არჩევნების მიტაცებას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

რეპრესიული მანქანა არჩევნების დასრულებისთანავე ახალი ძალით ამოქმედდა. ყველას, ვინც "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების მიტაცებას აპროტესტებს ან მმართველ პარტიას ამხელს, ხელისუფლება ციხით ემუქრება. სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდში, ვიცე-მერობის კანდიდატი და კომისიის წევრი ქუთაისში - ივანიშვილის კლანის დაქვემდებარებაში მყოფი სუსი ნადირობს ყველაზე, ვინც ხელს უშლის ქართველი ხალხის ნების საბოლოოდ გაყალბებას. 

თავარ სამიზნედ ახლა გამოცხადებულია ქუთაისის ერთ-ერთი უბნის კომისიის ყოფილი წევრი, რომელსაც "ქართული ოცნება" გაყალბებას აიძულებდა. იზო ჩირგაძე სისტემის საჯარო მხილების შემდეგ გაუჩინარდა. ახლა მას ეძებენ ევროპელი დამკვირვებლებიც და შესაძლოა სუსიც. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი