ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდება.
ამავე თემაზე: