ცესკო-მ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადაითვალა - შედეგები

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალეს.

ცესკოს ცნობით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები არ შეცვლილა, 14-ზე კი მცირედი ცვლილებები იყო.

  • "ნაციონალურ მოძრაობას" - დააკლდა 6 ხმა, დაემატა 3;
  • "ქართულ ოცნებას" - დააკლდა 5 ხმა, დაემატა 39;
  • "გახარია საქართველოსთვის" - დააკლდა 34 ხმა.

"გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნების მიხედვით არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე", - აღნიშნეს ბრიფინგზე.

ცესკო-ში ამბობენ, რომ 52 უბნის გადათვლა თავად მოითხოვეს, 6 კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი