ბიზნესგარჩევა და სროლა თელავში - ერთმანეთს "ოცნების" დამფინანსებელი ბიზნესმენები უპირისპირდებიან

გამოქვეყნდა:

ცნობილია პირი, რომელმაც თელავში, ბიზნესმენ ფაზილა ბაირამოვის ავტომაღაზიის მიმართულებით ისროლა. ის წინანდალში მცხოვრები ბიზნესმენი სანდრო მეგუთნიშვილია, რომელიც პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. მეგუთნიშვილი უკვე თავისუფალია და მცირე კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ "კონფლიქტი მოგვარდა"

ცნობილია, რომ ორივე ბიზნესმენი ქართული ოცნების მხარდამჭერი და შემომწირველია.​ მეგუთნიშვილი კი 2018 წელს, ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო, სისხლიანი ბანერების გამოფენის ინიციატორია.

არსებული ინფორმაციით, გარჩევა მხარეებს შორის სოფელ ყარაჯალაში მდებარე მეგუთნიშვილის კუთვნილი საქონლის სასაკლაოს გამო დაიწყო და იმ კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც სოფელში რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მოხდა.

სროლა თელავში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დილით იყო. 
შსს-მ გამოძიება 236-ე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარების მუხლით დაიწყო

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი